top of page

აუდიტის ასისტენტ მენეჯერი, აუდიტის მენეჯერი.

    • აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების კარგი ცოდნა და მისი მუდმივი განახლება

    • ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა და გამოყენება

    • დავალებული სექციების გაკეთება

    • სამუშაო ფაილების დეტალური გადახედვა

    • პროექტის მართვა

    • გარიგების გუნდის წევრების მართვა

    • სამუშაო ფაილების მომზადება

    • აუდიტის პროგრამაში მუშაობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

    • სათანადო კომუნიკაცია კლიენტთან და გარიგების გუნდის წევრებთან

    • გარიგების გუნდის წევრების შეფასება

    • ფირმის თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვა

    • პროექტის ხელმძღვანელს დაეხმაროს პროექტის განხორციელებისთვის სხვადასხვა საჭირო დავალებების შესრულებაში  

    • აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების კარგი ცოდნა და მისი მუდმივი განახლება: ფლობს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების კარგ ცოდნას და უზრუნველყოფს რომ პროექტები განხორციელდეს აღნიშნული სტანდარტების შესაბამისად. უზრუნველყოფს რომ მოახდინოს აღნიშნული ცოდნის მუდმივი განახლება და ცვლილებების შესახებ შეატყობინოს თანამშრომლებს.

    • ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა და გამოყენება: აქვს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების კარგი ცოდნა. დამოუკიდებლად ასრულებს ფირმის დონეზე შემუშავებული სტანდარტების და ხარისხის შესაბამის სამუშაოს. აქვს უნარი გარიგების გუნდის წევრების და კლიენტის მიერ დასმულ კითხვებზე შესაბამისი პასუხების გაცემის. რთული საკითხების გადასაწყვეტად აქვს უნარი შესაბამის ლიტერატურაში მოიძიოს ინფორმაცია და შესთავაზოს გადაწყვეტის სავარაუდო გზები გარიგების პარტნიორს. აქვს უნარი გააკეთოს ტრანსფორმაციის ცხრილი.

    • დავალებული სექციების გაკეთება: უზრუნველყოფს რომ კარგად ესმოდეს დავალებული სამუშაო და ასევე მისი განხორციელების/შესრულების გზები. უზრუნველყოფს რომ ყველა საჭირო სამუშაო ჩატარებული და დოკუმენტირებული იყოს სამუშაო ფაილებში განსაზღვრულ ვადებში, რომელიც შეესაბამება ფირმის დონეზე შემუშავებულ სტანდარტებს და ხარისხს. გაურკვეველი საკითხის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ატყობინებს გარიგების პარტნიორს და წინასწარ საჭირო ლიტერატურაში აქვს მოძიებული ინფორმაცია და გადაწყვეტის სავარაუდო გზები. განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოფს რომ მიმომხილველების მიერ დასმულ კითხვებზე გასცეს პასუხები და შესაბამისი კომენტარები/შენიშვნები ასახოს სამუშაო ფაილებში.

    • სამუშაო ფაილების გადახედვა: უზრუნველყოფს რომ გარიგების გუნდის წევრების მიერ მომზადებულ სამუშაო ფაილებში სრულყოფილად იყოს შესრულებული დავალება რომლებიც შეესაბამება ფირმის დონეზე შემუშავებულ სამუშაოს ფაილის მაგალითს და ხარისხს. უზრუნველყოფს რომ გარიგების გუნდის წევრების მიერ მომზადებულ სამუშაო ფაილებში მკაფიოდ იყოს დოკუმენტაცია ჩატარებული (სამუშაოს მიზანი, ჩატარებული სამუშაო, დასკვნა, კომენტარები). უზრუნველყოფს რომ სამუშაო ფაილები იყოს მომზადებული იმ ფორმატში რომ დამოუკიდებელმა შემმოწმებელმა მარტივად შეძლოს ჩატარებული სამუშაოს შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში შეძლოს ჩატარებული სამუშაოს გამეორება.

    • პროექტის მართვა: ეხმარება გარიგების პარტნიორს გარიგების გუნდის წევრების მიერ დასმული კითხვების პასუხის გაცემაში. ეხმარება გარიგების გუნდის წევრებს დავალებული სამუშაოს გაგებაში და მისი განხორციელებისთვის/შესრულებისთვის საჭირო გზების ახსნაში. ეხმარება გარიგების გუნდის წევრებს იმის ახსნაში თუ როგორ უნდა იყოს სამუშაო ფაილებში მკაფიო დოკუმენტაცია ჩატარებული (სამუშაოს მიზანი, ჩატარებული სამუშაო, დასკვნა, კომენტარები). ახდენს სამუშაო ფაილების გადახედვას და საჭიროებისამებრ ასწორებინებს სამუშაო ფაილებს შესაბამის გუნდის წევრებს. უსახავს სწორ და მკაფიო გეგმას გარიგების გუნდის წევრებს პროექტის დაწყებამდე და აძლევს შესაბამის შეფასებას გარიგების დასრულების შემდგომ. ატყობინებს გარიგების პარტნიორს გარიგების არსებულ სტატუსს რეგულარულად, ატყობინებს პრობლემებს რეგულარულად ასეთის არსებობის შემთხვევაში და სთავაზობს მათი გადაწყვეტის გზებს. აუდიტის მენეჯერი პასუხისმგებელია პროექტის სრულად და ეფექტურად განხორციელებაზე.

    • გარიგების გუნდის წევრების მართვა: აუდიტის მენეჯერი პასუხისმგებელია გარიგების გუნდის წევრების მართვაზე, მათი სამუშაოს მონიტორინგზე და მათი დროის ეფექტურად გამოყენებაზე მთლიანი პროექტის განმავლობაში.

    • სამუშაო ფაილების მომზადება: სრულყოფილად ასრულებს დავალებულ სამუშაოს რომლებიც შეესაბამება ფირმის დონეზე შემუშავებულ სამუშაოს ფაილის მაგალითს და ხარისხს. უზრუნველყოფს რომ მის მიერ მომზადებული სამუშაო ფაილების შემოწმება მოხდეს მიმომხილველების მიერ. სამუშაო ფაილებში უნდა იყოს მკაფიო დოკუმენტაცია ჩატარებული (სამუშაოს მიზანი, ჩატარებული სამუშაო, დასკვნა, კომენტარები). უზრუნველყოფს რომ სამუშაო ფაილები იყოს მომზადებული იმ ფორმატში რომ დამოუკიდებელმა შემმოწმებელმა მარტივად შეძლოს ჩატარებული სამუშაოს შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში შეძლოს ჩატარებული სამუშაოს გამეორება.

    • აუდიტის პროგრამაში მუშაობა: აუდიტის პროგრამის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს სამუშაო ფაილების მომზადება აუდიტის პროგრამაში ისე რომ უზრუნველყოს აუდიტის პროგრამის მოთხოვნები და ფაილები შეესაბამებოდეს ფირმის დონეზე შემუშავებულ სტანდარტებს და ხარისხს.

    • სათანადო კომუნიკაცია კლიენტთან და გარიგების გუნდის წევრებთან: უზრუნველყოფს კლიენტის ინდუსტრიის ძირითადი მახასიათებლების შესწავლას და დოკუმენტაციას. ამყარებს კლიენტთან კარგ სამუშაო ურთიერთობას. დროულად ახდენს საჭირო საკითხების კომუნიკაციას კლიენტთან. გარიგების პარტნიორს ატყობინებს ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში რომელიც წარმოეშვება კლიენტთან კომუნიკაციის დროს და სთავაზობს გადაწყვეტის გზებს.

    • გარიგების გუნდის წევრების შეფასება: აუდიტის მენეჯერმა მონაწილეობა უნდა მიიღოს გარიგების გუნდის წევრების შეფასებაში განხორციელებულ პროექტებზე დაყრდნობით და მიაწოდოს შესაბამისი რჩევები/რეკომენდაციები გარიგების გუნდის წევრებს.

    • ფირმის თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვა: აუდიტის მენეჯერმა წვლილი უნდა შეიტანოს თანამშრომლების პროფესიულ გაზრდაში და განვითარებაში და უნდა გაუზიაროს მათ მისი გამოცდილება და ცოდნა.

    • გარიგების პარტნიორს დაეხმაროს პროექტის განხორციელებისთვის სხვადასხვა საჭირო დავალებების შესრულებაში: ეხმარება გარიგების პარტნიორს მოამზადოს აუდიტის დოკუმენტაცია, წერილები, ახსნა-განმარტებები, სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია. ახდენს მათ დოკუმენტაციას გარიგების პარტნიორის მიერ მიღებული მითითებების შესაბამისად.

    • შექმნას პოზიტიური გარემო ფირმაში

    • ჩამოაყალიბოს და შეინარჩუნოს ეფექტური სამუშაო ურთიერთობა ფირმის სხვა თანამშრომლებთან

    • უზრუნველყოს პროფესიული კომუნიკაცია კლიენტთან და ფირმის სხვა თანამშრომლებთან

    • შეასრულოს სხვა დავალებები საჭიროებისამებრ

    • დაიცვას ზოგადი შრომითი წესები რაც აღნიშნულია პასუხისმგებლობების აღწერაში და შრომით ხელშეკრულებაში

    • შექმნას პოზიტიური გარემო ფირმაში

    • ჩამოაყალიბოს და შეინარჩუნოს ეფექტური სამუშაო ურთიერთობა ფირმის სხვა თანამშრომლებთან

    • უზრუნველყოს პროფესიული კომუნიკაცია კლიენტთან და ფირმის სხვა თანამშრომლებთან

    • შეასრულოს სხვა დავალებები საჭიროებისამებრ

    • დაიცვას ზოგადი შრომითი წესები რაც აღნიშნულია პასუხისმგებლობების აღწერაში და შრომით ხელშეკრულებაში

  • მინიმუმ 4 წელი

ხელფასი:

შეთანხმებით

გამოგვიგზავნე შენი CV!

თქვენი აპლიკაცია მიღებულია!

CV-ის ატვირთვა
ფაილზე მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი
Team Meeting

შენი პროფესიული ზრდის ახალი ეტაპი იწყება აქ!

bottom of page