უფროსი აუდიტორი
აუდიტის ზოგადი პრინციპების და მიდგომების ცოდნა
ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა და გამოყენება
დავალებული სექციების გაკეთება
სამუშაო ფაილების დეტალური გადახედვა
პროექტის მართვა
სამუშაო ფაილების მომზადება
აუდიტის პროგრამაში მუშაობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
სათანადო კომუნიკაცია კლიენტთან და გარიგების გუნდის წევრებთან
პროექტის ხელმძღვანელს დაეხმაროს პროექტის განხორციელებისთვის სხვადასხვა საჭირო დავალებების შესრულებაში
აუდიტის ზოგადი პრინციპების და მიდგომების ცოდნა: ფლობს აუდიტის ზოგადი პრინციპების და მიდგომების შესახებ კარგ ცოდნას. პროექტის ხელმძღვანელის მინიმალური დახმარებით ატარებს აუდიტორულ პროცედურებს და ამზადებს სამუშაო ფაილებს რომელიც შესაბამისი უნდა იყოს ფირმის დონეზე შემუშავებულ სამუშაო ფაილის მაგალითთან და ხარისხთან.
ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა და გამოყენება: აქვს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების კარგი ცოდნა. საჭიროებისამებრ მინიმალურად მიმართავს პროექტის ხელმძღვანელს კონსულტაციებისთვის რათა შეასრულოს ფირმის დონეზე შემუშავებული სტანდარტების და ხარისხის შესაბამისი სამუშაო. აქვს უნარი გარიგების სტაჟიორების/ასისტენტების და კლიენტის მიერ დასმულ კითხვებზე შესაბამისი პასუხების გაცემის. რთული საკითხების გადასაწყვეტად აქვს უნარი შესაბამის ლიტერატურაში მოიძიოს ინფორმაცია და შესთავაზოს გადაწყვეტის სავარაუდო გზები პროექტის ხელმძღვანელს. აქვს უნარი გააკეთოს მარტივი ტრანსფორმაციის ცხრილი.
დავალებული სექციების გაკეთება: უზრუნველყოფს რომ კარგად ესმოდეს დავალებული სამუშაო და ასევე მისი განხორციელების/შესრულების გზები. უზრუნველყოფს რომ ყველა საჭირო სამუშაო ჩატარებული და დოკუმენტირებული იყოს სამუშაო ფაილებში განსაზღვრულ ვადებში, რომელიც შეესაბამება ფირმის დონეზე შემუშავებულ სტანდარტებს და ხარისხს. გაურკვეველი საკითხის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ატყობინებს პროექტის ხელმძღვანელს და წინასწარ საჭირო ლიტერატურაში აქვს მოძიებული ინფორმაცია და გადაწყვეტის სავარაუდო გზები. განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოფს რომ მიმომხილველების მიერ დასმულ კითხვებზე გასცეს პასუხები და შესაბამისი კომენტარები/შენიშვნები ასახოს სამუშაო ფაილებში.
სამუშაო ფაილების გადახედვა: უზრუნველყოფს რომ სტაჟიორების/ასისტენტების მიერ მომზადებულ სამუშაო ფაილებში სრულყოფილად იყოს შესრულებული დავალება, რომლებიც შეესაბამება ფირმის დონეზე შემუშავებულ სამუშაოს ფაილის მაგალითს და ხარისხს. უზრუნველყოფს რომ სტაჟიორების/ასისტენტების მიერ მომზადებულ სამუშაო ფაილებში მკაფიოდ იყოს დოკუმენტაცია ჩატარებული (სამუშაოს მიზანი, ჩატარებული სამუშაო, დასკვნა, კომენტარები). უზრუნველყოფს რომ სამუშაო ფაილები იყოს მომზადებული იმ ფორმატში რომ დამოუკიდებელმა შემმოწმებელმა მარტივად შეძლოს ჩატარებული სამუშაოს შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში შეძლოს ჩატარებული სამუშაოს გამეორება.
პროექტის მართვა: ეხმარება პროექტის ხელმძღვანელს ჯგუფის წევრების მიერ დასმული კითხვების პასუხის გაცემაში. ეხმარება ჯგუფის სტაჟიორებს/ასისტენტებს/აუდიტორებს დავალებული სამუშაოს გაგებაში და მისი განხორციელებისთვის/შესრულებისთვის საჭირო გზების ახსნაში. ეხმარება ჯგუფის სტაჟიორებს/ასისტენტებს/აუდიტორებს იმის ახსნაში თუ როგორ უნდა იყოს სამუშაო ფაილებში მკაფიო დოკუმენტაცია ჩატარებული (სამუშაოს მიზანი, ჩატარებული სამუშაო, დასკვნა, კომენტარები). ახდენს სამუშაო ფაილების გადახედვას და საჭიროებისამებრ ასწორებინებს სამუშაო ფაილებს შესაბამის გუნდის წევრებს. უსახავს სწორ და მკაფიო გეგმას გარიგების გუნდის წევრებს პროექტის დაწყებამდე და აძლევს შესაბამის შეფასებას გარიგების დასრულების შემდგომ. ატყობინებს პროექტის ხელმძღვანელს გარიგების არსებულ სტატუსს რეგულარულად, ატყობინებს პრობლემებს რეგულარულად ასეთის არსებობის შემთხვევაში და სთავაზობს მათი გადაწყვეტის გზებს.
სამუშაო ფაილების მომზადება: სრულყოფილად ასრულებს დავალებულ სამუშაოს რომლებიც შეესაბამება ფირმის დონეზე შემუშავებულ სამუშაოს ფაილის მაგალითს და ხარისხს. უზრუნველყოფს რომ მის მიერ მომზადებული სამუშაო ფაილების შემოწმება მოხდეს მიმომხილველების მიერ. სამუშაო ფაილებში უნდა იყოს მკაფიო დოკუმენტაცია ჩატარებული (სამუშაოს მიზანი, ჩატარებული სამუშაო, დასკვნა, კომენტარები). უზრუნველყოფს რომ სამუშაო ფაილები იყოს მომზადებული იმ ფორმატში რომ დამოუკიდებელმა შემმოწმებელმა მარტივად შეძლოს ჩატარებული სამუშაოს შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში შეძლოს ჩატარებული სამუშაოს გამეორება.
აუდიტის პროგრამაში მუშაობა: აუდიტის პროგრამის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს სამუშაო ფაილების მომზადება აუდიტის პროგრამაში ისე რომ უზრუნველყოს აუდიტის პროგრამის მოთხოვნები და ფაილები შეესაბამებოდეს ფირმის დონეზე შემუშავებულ სტანდარტებს და ხარისხს.
სათანადო კომუნიკაცია კლიენტთან და გარიგების გუნდის წევრებთან: უზრუნველყოფს კლიენტის ინდუსტრიის ძირითადი მახასიათებლების შესწავლას და დოკუმენტაციას. ამყარებს კლიენტთან კარგ სამუშაო ურთიერთობას. დროულად ახდენს საჭირო საკითხების კომუნიკაციას კლიენტთან. პროექტის ხელმძღვანელს ატყობინებს ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში რომელიც წარმოეშვება კლიენტთან კომუნიკაციის დროს და სთავაზობს გადაწყვეტის გზებს.
პროექტის ხელმძღვანელს დაეხმაროს პროექტის განხორციელებისთვის სხვადასხვა საჭირო დავალებების შესრულებაში: ეხმარება პროექტის ხელმძღვანელს მოამზადოს აუდიტის დოკუმენტაცია, წერილები, ახსნა-განმარტებები, სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია. ახდენს მათ დოკუმენტაციას პროექტის ხელმძღვანელის მიერ მიღებული მითითებების შესაბამისად.
შექმნას პოზიტიური გარემო ფირმაში
ჩამოაყალიბოს და შეინარჩუნოს ეფექტური სამუშაო ურთიერთობა ფირმის სხვა თანამშრომლებთან
უზრუნველყოს პროფესიული კომუნიკაცია კლიენტთან და ფირმის სხვა თანამშრომლებთან
შეასრულოს სხვა დავალებები საჭიროებისამებრ
დაიცვას ზოგადი შრომითი წესები რაც აღნიშნულია პასუხისმგებლობების აღწერაში და შრომით ხელშეკრულებაში
შექმნას პოზიტიური გარემო ფირმაში
ჩამოაყალიბოს და შეინარჩუნოს ეფექტური სამუშაო ურთიერთობა ფირმის სხვა თანამშრომლებთან
უზრუნველყოს პროფესიული კომუნიკაცია კლიენტთან და ფირმის სხვა თანამშრომლებთან
შეასრულოს სხვა დავალებები საჭიროებისამებრ
დაიცვას ზოგადი შრომითი წესები რაც აღნიშნულია პასუხისმგებლობების აღწერაში და შრომით ხელშეკრულებაში
მინიმუმ 3 წელი
ხელფასი:
შეთანხმებით
