აუდიტის სტაჟიორი/ასისტენტი
აუდიტის ზოგადი პრინციპების და მიდგომების ცოდნა;
ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა და გამოყენება;
დავალებული სექციების გაკეთება;
სამუშაო ფაილების მომზადება;
აუდიტის პროგრამაში მუშაობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
სათანადო კომუნიკაცია კლიენტთან და გარიგების გუნდის წევრებთან;
პროექტის ხელმძღვანელს დაეხმაროს პროექტის განხორციელებისთვის სხვადასხვა საჭირო დავალებების შესრულებაში.
აუდიტის ზოგადი პრინციპების და მიდგომების ცოდნა: ფლობს აუდიტის ზოგადი პრინციპების და მიდგომების შესახებ ცოდნას. პროექტის ხელმძღვანელის დახმარებით ატარებს აუდიტორულ პროცედურებს და ამზადებს სამუშაო ფაილებს რომელიც შესაბამისი უნდა იყოს ფირმის დონეზე შემუშავებულ სამუშაო ფაილის მაგალითთან და ხარისხთან.
ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა და გამოყენება: აქვს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო ცოდნა. საჭიროებისამებრ მიმართავს პროექტის ხელმძღვანელს კონსულტაციებისთვის რათა შეასრულოს ფირმის დონეზე შემუშავებული სტანდარტების და ხარისხის შესაბამისი სამუშაო
დავალებული სექციების გაკეთება: უზრუნველყოფს რომ კარგად ესმოდეს დავალებული სამუშაო და ასევე მისი განხორციელების/შესრულების გზები. უზრუნველყოფს რომ ყველა საჭირო სამუშაო ჩატარებული და დოკუმენტირებული იყოს სამუშაო ფაილებში განსაზღვრულ ვადებში, რომელიც შეესაბამება ფირმის დონეზე შემუშავებულ სტანდარტებს და ხარისხს. გაურკვეველი საკითხის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ატყობინებს პროექტის ხელმძღვანელს. განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოფს რომ მიმომხილველების მიერ დასმულ კითხვებზე გასცეს პასუხები და შესაბამისი კომენტარები/შენიშვნები ასახოს სამუშაო ფაილებში.
სამუშაო ფაილების მომზადება: სრულყოფილად ასრულებს დავალებულ სამუშაოს რომლებიც შეესაბამება ფირმის დონეზე შემუშავებულ სამუშაოს ფაილის მაგალითს და ხარისხს. უზრუნველყოფს რომ მის მიერ მომზადებული სამუშაო ფაილების შემოწმება მოხდეს მიმომხილველების მიერ. სამუშაო ფაილებში უნდა იყოს მკაფიო დოკუმენტაცია ჩატარებული სამუშაოს (მიზანი, ჩატარებული სამუშაო, დასკვნა, კომენტარები). უზრუნველყოფს რომ სამუშაო ფაილები იყოს მომზადებული იმ ფორმატში რომ დამოუკიდებელმა შემმოწმებელმა მარტივად შეძლოს ჩატარებული სამუშაოს შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში შეძლოს ჩატარებული სამუშაოს გამეორება.
აუდიტის პროგრამაში მუშაობა: აუდიტის პროგრამის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს სამუშაო ფაილების მომზადება აუდიტის პროგრამაში ისე რომ უზრუნველყოს აუდიტის პროგრამის მოთხოვნები და ფაილები შეესაბამებოდეს ფირმის დონეზე შემუშავებულ სტანდარტებს და ხარისხს.
სათანადო კომუნიკაცია კლიენტთან და გარიგების გუნდის წევრებთან: უზრუნველყოფს კლიენტის ინდუსტრიის ძირითადი მახასიათებლების შესწავლას და დოკუმენტაციას. ამყარებს კლიენტთან კარგ სამუშაო ურთიერთობას. დროულად ახდენს საჭირო საკითხების კომუნიკაციას კლიენტთან. პროექტის ხელმძღვანელს ატყობინებს ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში რომელიც წარმოეშვება კლიენტთან კომუნიკაციის დროს.
პროექტის ხელმძღვანელს დაეხმაროს პროექტის განხორციელებისთვის სხვადასხვა საჭირო დავალებების შესრულებაში: ეხმარება პროექტის ხელმძღვანელს/მენეჯერს მოამზადოს აუდიტის დოკუმენტაცია, წერილები, ახსნა-განმარტებები, სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია. ახდენს მათ დოკუმენტარებას პროექტის ხელმძღვანელის მიერ მიღებული მითითებების შესაბამისად.
შექმნას პოზიტიური გარემო ფირმაში;
ჩამოაყალიბოს და შეინარჩუნოს ეფექტური სამუშაო ურთიერთობა ფირმის სხვა თანამშრომლებთან;
უზრუნველყოს პროფესიული კომუნიკაცია კლიენტთან და ფირმის სხვა თანამშრომლებთან;
შეასრულოს სხვა დავალებები საჭიროებისამებრ;
დაიცვას ზოგადი შრომითი წესები რაც აღნიშნულია პასუხისმგებლობების აღწერაში და შრომით ხელშეკრულებაში.
შექმნას პოზიტიური გარემო ფირმაში;
ჩამოაყალიბოს და შეინარჩუნოს ეფექტური სამუშაო ურთიერთობა ფირმის სხვა თანამშრომლებთან;
უზრუნველყოს პროფესიული კომუნიკაცია კლიენტთან და ფირმის სხვა თანამშრომლებთან;
შეასრულოს სხვა დავალებები საჭიროებისამებრ;
დაიცვას ზოგადი შრომითი წესები რაც აღნიშნულია პასუხისმგებლობების აღწერაში და შრომით ხელშეკრულებაში.
სტაჟიორი - გამოცდილების გარეშე
აუდიტორის ასისტენტი - მინიმუმ 6 თვე.
ხელფასი:
შეთანხმებით
