top of page
Business Meeting

საგადასახადო აუდიტი და კონსულტაცია

SFAI Georgia - გლობალური ქსელი SFAI - ს წარმომადგენელი კომპანია საქართველოში

ჩვენი გამოცდილი საგადასახადო ექსპერტები უზრუნველყოფენ თქვენი კომპანიის სრულ შესაბამისობას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობასთან, გთავაზობენ ინოვაციურ და კანონიერ საგადასახადო ოპტიმიზაციის სტრატეგიებს და გიმცირებენ პოტენციურ საგადასახადო რისკებს. SFAI Georgia-სთან თანამშრომლობით, თქვენ იღებთ არა მხოლოდ მომსახურებას, არამედ სტრატეგიულ პარტნიორს, რომელიც გეხმარებათ თქვენი ბიზნესის ფინანსურ სტაბილურობასა და ზრდაში.

რატომ უნდა აირჩიოთ SFAI Georgia-ს საგადასახადო აუდიტისა და კონსულტაციის სერვისი?

SFAI Georgia-ს საგადასახადო აუდიტი და კონსულტაცია გეხმარებათ თქვენი ბიზნესის საგადასახადო რისკების ოპტიმიზაციაში. ჩვენ გთავაზობთ საერთაშორისო გამოცდილების და ადგილობრივი ექსპერტიზისა უნიკალურ კომბინაციას, რაც უზრუნველყოფს თქვენი კომპანიის საგადასახადო რისკების შემცირებას.

კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა

ვუზრუნველყოფთ ყველა ბუღალტრული ოპერაციის აღრიცხვის სისწორის შემოწმებას საგადასახადო კანონმდებლობათან შესაბამისობაში. გაწვდით საგადასახადო კანონმდებლობაში მოსალოდნელ  ცვლილებების შესახებ ინფორმაციას .

კომპლექსური და დეტალური საგადასახადო აუდიტი

ვატარებთ სიღრმისეულ ანალიზს ყველა საგადასახადო ასპექტში, ვიყენებთ თანამედროვე პროგრამულ საშუალებებს რისკების გამოსავლენად და პრევენციული ზომების მისაღებად.

თქვენზე მორგებული საგადასახადო სტრატეგიები

ვიკვლევთ თქვენი ბიზნესის უნიკალურ სტრუქტურას და ვქმნით მორგებულ საგადასახადო სტრატეგიებს გადასახადების მინიმალიზაციისათვის.

საგადასახადო რისკების ეფექტური მართვა

ვახორციელებთ პრევენციულ ზომებს პოტენციური საგადასახადო რისკების შესამცირებლად და გთავაზობთ სტრატეგიულ მხარდაჭერას საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობაში.

ინოვაციური საგადასახადო დაგეგმვა და ოპტიმიზაცია

ვქმნით ინოვაციურ, კანონიერ სტრატეგიებს თქვენი საგადასახადო ვალდებულებების და აქტივების ოპტიმიზაციისთვის, მათ შორის საერთაშორისო კონტექსტში.

უწყვეტი და პროაქტიული საგადასახადო მხარდაჭერა

ვართ თქვენი მუდმივი საგადასახადო პარტნიორი, ვუზრუნველყოფთ ხელმისაწვდომობას და პროაქტიულ რჩევებს ბიზნეს გადაწყვეტილებებზე საგადასახადო კონტექსტში.

რატომ უნდა ავირჩიო SFAI Georgia, როგორც ჩემი აუდიტორული კომპანია?

SFAI Georgia გთავაზობთ უნიკალურ კომბინაციას ადგილობრივი ექსპერტიზისა და საერთაშორისო სტანდარტებისა, რაც გვაქცევს იდეალურ არჩევნად თქვენი ბიზნესისთვის:

კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა

ვუზრუნველყოფთ ყველა ბუღალტრული ოპერაციის ზუსტ და დროულ აღრიცხვას, დაწყებული ყოველდღიური გატარებებით, დამთავრებული ფინანსური ანგარიშგების მომზადებით.

კომპლექსური და დეტალური საგადასახადო აუდიტი

ვატარებთ სიღრმისეულ ანალიზს ყველა საგადასახადო ასპექტში, ვიყენებთ პროგრესულ ტექნიკებს რისკების გამოსავლენად და პრევენციული ზომების შესამუშავებლად.

თქვენზე მორგებული საგადასახადო სტრატეგიები

ვიკვლევთ თქვენი ბიზნესის უნიკალურ სტრუქტურას და ვქმნით მორგებულ საგადასახადო სტრატეგიებს მაქსიმალური ეფექტურობისთვის.

ეფექტური საგადასახადო რისკების მართვა

ვახორციელებთ პრევენციულ ზომებს პოტენციური საგადასახადო რისკების თავიდან ასაცილებლად და გთავაზობთ სტრატეგიულ მხარდაჭერას საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობაში.

ინოვაციური საგადასახადო დაგეგმვა და ოპტიმიზაცია

ვქმნით ინოვაციურ, კანონიერ სტრატეგიებს თქვენი საგადასახადო ვალდებულებების ოპტიმიზაციისთვის, მათ შორის საერთაშორისო კონტექსტში.

უწყვეტი და პროაქტიული საგადასახადო მხარდაჭერა

ვართ თქვენი მუდმივი საგადასახადო პარტნიორი, ვუზრუნველყოფთ ხელმისაწვდომობას და პროაქტიულ რჩევებს ბიზნეს გადაწყვეტილებებზე.

Business Meeting

გამოგვიგზავნეთ შეტყობინება და ჩვენი კონსულტანტი მალე დაგიკავშირდებათ

საგადასახადო აუდიტისა და კონსულტაციის პროფესიონალთა გუნდი

SFAI Georgia-ს საგადასახადო გუნდი წარმოადგენს საქართველოს წამყვან საგადასახადო პროფესიონალთა ჯგუფს. ჩვენი გუნდის წევრები აერთიანებენ სიღრმისეულ თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, რაც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის საგადასახადო მომსახურებას. გუნდის მრავალფეროვნება - დაწყებული გამოცდილი საგადასახადო კონსულტანტებით, დამთავრებული ყოფილი საგადასახადო ინსპექტორებით - გვაძლევს უნიკალურ ცოდნას საგადასახადო საკითხებზე.

ჩვენი გუნდის წევრები რეგულარულად გადიან ტრენინგებს და სერტიფიცირებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. SFAI-ს გლობალურ ქსელთან მჭიდრო კავშირი საშუალებას გვაძლევს ინფორმირებული ვიყოთ სხვა ქვეყნების საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმებთან დაკავშირებით.

თამარ-მერმანიშვილი.jpg

თამარ მერმანიშვილი

მმართველი პარტნიორი

გიორგი-ბერიშვილი-1.jpg

მმართველი პარტნიორი

ვლადიმერ-ჩიტაია.jpg

ვლადიმირ ჩიტაია

მმართველი პარტნიორი

ჩვენი დამკვეთი კომპანიები

ხშირად დასმული კითხვები საგადასახადო აუდიტისა და კონსულტაციის სერვისზე

  • რა არის SFAI Georgia?
    SFAI Georgia არის გლობალური ქსელი SFAI-ს წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც გთავაზობთ მაღალი ხარისხის აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებას.
  • რა ტიპის მომსახურებას გვთავაზობთ?
    ჩვენ გთავაზობთ ფინანსური ანგარიშგების აუდიტს, საგადასახადო კონსულტაციებს, ბუღალტრულ მომსახურებას და სხვა ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებას.
  • რა უპირატესობა აქვს SFAI Georgia-ს სხვა აუდიტორულ კომპანიებთან შედარებით?
    ჩვენ გთავაზობთ ადგილობრივი ექსპერტიზისა და საერთაშორისო გამოცდილების უნიკალურ კომბინაციას, რომელიც მხარდაჭერილია SFAI-ს გლობალური ქსელით.
  • რამდენად გამოცდილია თქვენი გუნდი?
    ჩვენი გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან მრავალწლიანი გამოცდილებით როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
  • მუშაობთ თუ არა მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებთან?
    დიახ, ჩვენ ვემსახურებით ყველა ზომის ბიზნესს, დაწყებული მცირე საწარმოებიდან, მსხვილ კორპორაციებამდე.
  • რა ენებზე გვთავაზობთ მომსახურებას?
    ჩვენ გთავაზობთ მომსახურებას ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
  • როგორ დავიწყო თანამშრომლობა SFAI Georgia-სთან?
    დაგვიკავშირდით ჩვენს ვებ-გვერდზე მოცემულ საკონტაქტო ინფორმაციაზე ან გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ონლაინ ფორმის მეშვეობით. ჩვენი გუნდი სიამოვნებით განიხილავს თქვენს საჭიროებებს და მალევე დაგიკავშირდებათ.
bottom of page